პროექტი ქართულ ლიტერატურაში
პროექტის სახელწოდება:წ ე რ ი ლ ი
პროექტის მთავარი თემა:რატომ წერენ ადამიანები წერილებს?
პროექტის აქტუალობა:იგი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს
დაეხმაროს გაიგონ რისთვის,რა მიზნით იწერება წერილი (მილოცვა, მობოდიშება,შთაბეჭდილების
გაზიარება, მადლობის გადახდა,ინფორმაციის გაცვლა, თხოვნა, რჩევა, გაფრთხილება და სხვა).
პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან წერილის ძირითად
ელემენტებსა და სახეობებს;ისწავლიან როგორ დაწერონ წერილი, რა მიზნით ადრესატის გათვალისწინებით.
მონაწილეთა ასაკი: 13 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: წერილი ნათელი, გასაგები იქნება-გრძობების
გამოხატვა გულწრფელი. ყურადღებას გაამახვილებენ ძირითად ელემენტებზე,რომლებიც წერილის
აგებულებას განსაზღვრავს: 1)მიმართვა-მისალმება,
2) მოკითხვა, 3) პირადი ინფორმაცია,4)ძირითადი ინფორმაცია (ის რისთვისაც იწერებაწერილი);
5)დასკვნა (თუ ამას ძირითადი ინფორმაცია მოითხოვს.) 6)დამშვიდობება, 7) დრესანტის ხელმოწერა
და თარიღი.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: პასტა, ფურცელი, წიგნი,კომპიუტერი, პროექტორი, ფილმები,
სხვადასხვა ხასიათის წერილი.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. წავიყვან სპექტაკლის
,,მე,ბებია,ილიკო და ილარიონი,“ხოლო ფილმის გმირებს მერის და ზურიკელას შევახვედრებ.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სკოლასა და კლასში არსებული ინდივიდუალური
ჯგუფური მუშაობისთვის საჭიროა პირობები,რომლებიც განავითარებენ
მოსწავლეებს და
ამავე დროს ასწავლის პრობლემების გადაწყვეტის გზებს.ჩვენი სამუშაო მოითხოვს ინფორმატიკის
მასწავლებლის დახმარებას სხვადასხვა სახის წერილის დასამუსავებლად და ინტერნეტში განსათავსებლად.
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი): ნ ა ნ ა მ ი რ ზ ი ა შ ვ ი
ლ ი
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა:nmirziashvili7@gmail.com